საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ფართო არჩევანი
„ევროპის აკადემიური ცენტრი“ წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობასა და დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებას ქართულ საზოგადოებაში. ცენტრი ახორციელებს ინოვაციურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო, გაცვლით და ახალგაზრდულ პროგრამებს, რომლებიც ემსახურება მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.
ორგანიზაცია დაფუძნდა 2009 წელს და მას შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა მის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო და
საერთაშორისო პროექტებში როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ცენტრი აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, რომელიც მუშაობს ახალგაზრდების განათლებაზე, მათი ლიდერული, ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე. „ევროპის აკადემიური ცენტრის“ მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა კვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რომლებიც დემოკრატიული, სოლიდარული და
განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნაში შეიტანენ საკუთარ წვლილს. ამ მიზნის მისაღწევად, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ასევე კერძო სექტორთან, რითაც ხელს უწყობს განათლების, ეკონომიკისა და მოქალაქეობრივი კულტურის განვითარებას.
ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს
შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებში, მათ შორის — გაეროს, ნატოსა და ევროპარლამენტის
მოდელირებებში, საერთაშორისო სემინარებსა და ტრენინგებში. მსგავსი გამოცდილება მონაწილეებს აძლევს შანსს, სიღრმისეულად გაეცნონ იმ
ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც განსაზღვრავენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს, და აითვისონ პროფესიული სამუშაო სტანდარტები გლობალურ დონეზე. 
ეს გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის,
როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, რადგან საერთაშორისო განათლებაში ჩართული ახალგაზრდები ქმნიან მომავლის იმ ადამიანურ რესურსს, რომელიც ქვეყნის პროგრესს, ევროპულ ინტეგრაციასა და. ინსტიტუციურ გაძლიერებას განაპირობებს.
დღეს „ევროპის აკადემიური ცენტრი“ წარმატებით აგრძელებს ზრდას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და მიზნად ისახავს კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას, რათა მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ისეთ საგანმანათლებლო პროცესებში, რომლებიც აყალიბებს ინფორმირებულ, პასუხისმგებელ და პროგრესულ თაობას.
მონაწილე
პროექტი
ლექტორი
გუნდი
შემოგვიერთი
,,არაფორმალური განათლება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ"
ევროპული სტანდარტების შესაბამისი სწავლება საქართველოში – ნამდვილად გამორჩეული გამოცდილება.
გამოიწერე სიახლეები
დაგვიკავშირდი
ტელეფონი
მისამართი
ელ-ფოსტა
ძირითადი
- © 2025 ყველა უფლება დაცულია Developed by BestWeb.ge