ევროპის აკადემიური ცენტრის პროექტებში მიღებული გამოცდილება არის განსაკუთრებული გზა, რომელიც არა მხოლოდ ლიდერული უნარ-ჩვევების გამიუმჯობესებაში დამეხმარა, არამედ გამხადა მეტად თავდაჯერებული.ამ სივრცემ მაჩვენა, რომ სწავლისა და განვითარებისათვის აუცულებელია არაფორმალური განათლება ,დისკუსიები და გარემო, სადაც შენს ხმას სერიოზულად აფასებენ.პრიექტებში მონაწილეობა დამეხმარა დამენახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის დაცვა, არგუმენტირებული საუბარი და ურთიერთობა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან. თითოეული ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი ჩემთვის შესაძლებლობა იყო არა მხოლოდ მსფმხედველობის განვითარებისთვის,არამედ კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებისთვის.
საერთაშორისო საგანმანათლებლო ვიზიტებმა კიდევ უფრო გაამყარა ჩემი ინტერესები პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ევროპულ ინსტიტუტებში სტუმრობამ, შეხვედრებმა საერთაშორისო წარმომადგენლებთან და სხვადასხვა კულტურის გაცნობამ მომცა ხედვა იმაზე,თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და როგორ წარიმართება მნიშვნელოვანი პროცესები რეალურ დონეზე.
სწორედ ევროპის აკადემიურ ცენტრში აღმოვაჩინე საკუთარი პოტენციალი, ვისწავლე პასუხისმგებლიანი აზროვნება და მომეცა მოტივაცია, რომ მომავალშიც აქტიურად ჩავერთო მსგავს პროექტებში და გავიზარდო პიროვნულად.